სოციალური
ქსელების მავნე ზემოქმედება ადამიანზე
თანამედროვე საზოგადოებაში კომუნიკაციის დამყარების ყველაზე კარგი საშუალება არის სოციალური ქსელები. მათი მეშვეობით მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში ძალიან იოლად ხდება დაკავშირება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები არც ისე დიდი ხნის არის, დღესდღეობით ისინი მთელ მსოფლიოში ფართოდ არიან გავრცებულნი. ამის მაგალითია Facebook-ი. დღეს ამ სქელს 750 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მისი შემქმნელი კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი. სოციალური ქსელების შექმნაში ინტერნეტის განვითარებამ დიდი როლი ითამაშა. მათი ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების ინფორმირება. ასევე ისინი საშუალებას გვაძლევს გავიცანოთ ახალი მეგობრები, გავიგოთ ახალი ამბები. მომხმარებლები ამ ქსელების გამოყენებით ამყარებენ ურთიერთობას, ერთმანეთს უზიარებენ გრძნობებსა და აზრებს. გარდა ამისა, ერთობიან მრავალი სახის თამაშით.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს მსოფლიოში საკმაოდ აქტუალური
პრობლემა არის სოციალური ქსელების ზემოქმედება
ადამიანებზე. ისინი თითქმის ყველგან არის გავრცელებული და სამწუხაროდ, დღევანდელ დროში
მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. უნდა აღვნიშნო, რომ სოციალური ქსელებს დადებითი და
უარყოფითი მხარეები გააჩნია. თუმცა ჩვენი კვლევა დაკავშირებულია მათ(ს) უარყოფით მხარეებთან. დღესდღეობით მეცნიერები ატარებენ კვლევებს ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა
მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს.
პირველ რიგში მინდა დავიწყო სოციალური ქსელების მნიშვნელობის
განმარტებით. სოციალური ქსელები არის სოციალური ობიექტების ჯაჭვი. ისინი შედგება ინდივიდუალური
ადამიანებისა და ორგანიზაციებისგან. პირველად ტერმინი სოციალური ქსელი ახსენა ჯეიმს
ბარნსმა 1954 წელს. დღეს სოციალური ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა
ადამიანებისათვის. მომხმარებლები მათ ძირითადად ორი სოციალური საჭიროებისათვის იყენებენ,
ესენია: მიკუთვნებულობა და თვითპრეზენტაცია. მიკუთვნებულობის მოთხოვნა არის შინაგანი
მამოძრავებლის ჯგუფში გაერთიანება და სოციალური
სასურველობა, ხოლო თვითპრეზენტაცია არის შთაბეჭდილების მართვის მუდმივი პროცესი. ზუსტად
ამ ორი მიზეზის გამო ჩვენ ვუთმობთ საკმაოდ დიდ დროს სოციალურ ქსელს. სოციალურმა ქსელმა
შეიძლება დადებითი და უარყოფითი გავლენა მოახდინოს
სხვადასხვა ტიპის ადამიანზე. თუმცა ფაქტია, რომ სოცილაური ქსელების ხშირი მოხმარება
ნამდვილად ნეგატიურად მოქმედებს მოზარდებზე, ახალი თაობის კომუნიკაციის არასწორად აღქმაზე,
უფროსებში კი ჩნდება ურთიერთობის პრობლემა (Ashvini Nadkarni, 2011).
სოციალურ ქსელებთან
დამოკიდებულობის აღქმა საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს. პირველ რიგში მომხმარებელი
უნდა მიხვდეს, რომ იგი ნორმაზე ბევრ დროს უთმობს მათ. ამ შემთხვევაში საჭიროა კომპიუტერთან
მოშორება, მაგრამ ამას იწვევს ემოციის სპექტრი.
ეს უკანასკნელი დამოკიდებულობის სიმპტომებს წარმოადგენს. ხოლო ამას მისდევს კომლექსი,
დეპრესია, სხვადსხვა სახის პრობლემა ან შფოთვა. ზემოთ აღნიშნულების მკურნალობა კი საკმაოდ
რთული პროცესია, განსაკუთრებით კი დამოკიდებულება
წარმოადგენს ყველაზე საშიშ დაავადებას. ამ
პრობლემის მოგვარებისათვის პირველ რიგში აუცილებელია არსებული პრობლემის გააზრება და
მაქსიმალურად თავის შეკავება ინტერნეტისა და კომპიუტერიბისაგან. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია
ვირტუალური ურთიერთობების ჩანაცვლა რეალური
კომუნიკაციით (ნატო კორახაშვილი, 2012).
ბევრ მეცნიერს მიაჩნია,
რომ ცოცხალი ურთიერთობების არასაკმარისობა უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვების ფუნქციაზე, ორგანიზმების იმუნურ სისტემასა და აზროვნების პროცესებზე. ასევე იგი კიბოს რისკს
ზრდის. (მედიანოვაციები, სოციალური ქსელები და ადამიანების
ცნობიერება. 2016).
სოციალური ქსელის
ხმარება ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფორმაციის გავრცელებისათვის. მას დადებით მხარესთან
ერთად უარყოფითი მხარეც გააჩნია. ესენია:
·
დამოკიდებულება: მომხარებელს უნდა, რომ უფრო დიდი დრო
დაუთმოს სოციალურ ქსელებს, წაიკითხოს სიახლეები, შეტყობინები და ბოლოს იგი ხდება დამოკიდებული
ვირტუალ სივრცეზე.
·
სოციალური ქსელების
ხშირი მოხმარების შედეგად პრობლემა იქმნება ფიზიკურ აქტივობასთან. ამ შემთხვევაში იგი
იწვევს ფიზიკურ პასიურობას.
·
ვირტუალურ
სამყაროში დიდი დროს გატარებისას ბევრ ადამიანს
რეალურ ცხოვრებასთან ურთიერთობა მცირდება. ეს კი წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ პრობლემას.
ვინაიდან, რეალობისაგან მოწყვეტა ფსიქიკური პრობლემის წინაპირობას წარმოადგენს. იგი
იწვევს აგრესიას, ფსიქიკურ აშლილობებს ( ნუცა საღარაძე.2016).
ზემოხსენებული მეცნიერებისა
და ფსიქოლოგების მსგავსად, 2016 წელს მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრთა ასოციაციამ ჩაატარა
კვლევა, რომლის მიხედვით გაარკვია, რომ ინტერნეტზე დამოკიდებულება დაავადებაა. ამ ადამიანებს
ესაჭირეობათ სასწრაფო დახმარება, იმიტომ, რომ მათი დაღუპვის რისკი დიდია. ზუსტად დამოკიდებულების
გამო ათასობით ადამიანი არის გარდაცვლილი, რადგან მათი ორგანიზმი არ უძლევს სოციალურ
ქსელებთან 24 საათიან დროის გატარებას. ისინი საათობით სხედან კომპიუტერებთან, დროთა
განმავლობაში უფრო მეტ დროს ატარებენ ქსელთან. ისინი ჭამენ მონიტორთან, ბევრ მათგანს
საკმარისად არც კი სძინავთ. ეს კი ცხადია, რომ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ადამანის
ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ( The American
Journal of Psychiatry.2016).
როგორც აღვნიშნე,
სოცილაურ ქსელებზე დამოკიდებულება ძალიან დიდი პრობლემაა. აუცილებელია ამ პრობლემის
მოგვარება. დღევანდელ დროში ბევრი მეცნიერი აქტიურად არის ჩართული ამ საკითხის გადაჭრაზე.
თუმცა დადგინდა, რომ ეს პროცესი იმდენად ადვილი არ არის. ფსიქიატრები თვლიან, რომ ამ
შემთხვევაში მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენს სურვილი, ძალისხმევა და ნებისყოფა. ვირტუალურ
სივრცეში ყოფნასთან ერთად ყველა მომხმარებელი რეალურ სამყაროშიც უნდა შეასრულოს სხვადასხვა
სახის აქტივობა, მაგალითად, სეირნობა პარკზე, ვარჯიში, რომელიმე სახის სპორტი. ასევე
მნიშვნელოვანია უფრო მეტი დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან.
წინამდებარე კვლევის თემას წარმოადგენს სოციალური ქსელების
ზემოქმედება ადამიანებზე და მოძიებული სამეცნიერო წყაროების მიხედვით მისი შეჯამება.
ზემოხსენებული წყაროებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოცილაური ქსელები
ნამდვილად მავნედ მოქმედებს ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნიათ დადებითი
მხარეები, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ მას
არ აქვს ნეგატიური მხარეები.
მოძიებული წყაროების საფუძველზე დადგინდა, რომ სოციალური
ქსელების ძალზე მეტად გამოყენება იწვევს დამოკიდებულას; ფიზიკურ პასიურობას, რამაც იწვევს მრავალი დაავადება; პრობლემებისაგან
გაქცევას, თავის არიდებას, ვირტუალურ ანუ არარეალურ სამყაროს შექმნას, რომლის შედეგია
ემოციური აშლილობა. გარდა ამისა, იგი იწვევს რეალობისაგან მოწყვეტას, რომელიც ფსიქიკური
პრობლემის წინაპირობაა. ამავე დროს, სახეზე გვაქვს თავისა და თვალების საშინელი ტკივილი,
ძილის დარღვევა, ნერვული სისტემის დაზიანება.
როგორც აღვნიშნე,
სოცილაურ ქსელებზე დამოკიდებულება ძალიან დიდი პრობლემაა. აუცილებელია ამ პრობლემის
მოგვარება. დღევანდელ დროში ბევრი მეცნიერი აქტიურად არის ჩართული ამ საკითხის გადაჭრაზე.
თუმცა დადგინდა, რომ ეს პროცესი იმდენად ადვილი არ არის. ფსიქიატრები თვლიან, რომ ამ
შემთხვევაში მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენს სურვილი, ძალისხმევა და ნებისყოფა. ვირტუალურ
სივრცეში ყოფნასთან ერთად ყველა მომხმარებელი რეალურ სამყაროშიც უნდა შეასრულოს სხვადასხვა
სახის აქტივობა, მაგალითად, სეირნობა პარკზე, ვარჯიში, რომელიმე სახის სპორტი. ასევე
მნიშვნელოვანია უფრო მეტი დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან.
No comments:
Post a Comment